აშშ-ის მიერ შეთავაზებული ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. 

წყაროს მიხედვით, გეგმა ასევე მოიცავს უკრაინის მიერ გარკვეული ტერიტორიების დათმობას და არმიის ზომის შეზღუდვას. Bloomberg-ის მიხედვით, წინადადებების არსი 28- პუნქტიან კონცეფციაზე დაფუძნებული, რომელიც აშშ-ის მხრიდან საიდუმლოდ მუშავდებოდა. Axios-ის ინფორმაციით, ვაშინგტონმა გეგმის კონცეფცია რუსეთთან უკვე განიხილა.

განსაჯაროვებული პუნქტების მიხედვით, უკრაინის ვალდებულებებია: 

  • დონბასის დათმობა,

  • უარი NATO-ში გაწევრიანების სურვილზე რამდენიმე წლის განმავლობაში,

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების განახევრება,

  • გარკვეული საბრძოლო იარაღის გადაცემა ან უარყოფა,

  • რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარება,

  • აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე უარის თქმა,

  • ადგილობრივი РПЦ-ს(რუსული მართლმადიდებელი ეკლესია) ფილიალისთვის ოფიციალური სტატუსის მიცემა,

  • პრეზიდენტ ზელენსკის ეკისრება ვალდებულება გეგმის პირობების მიღებაზე და მის შესრულებაზე.

NBC-ის ცნობით კი გეგმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა.