აშშ მიიჩნევს, რომ მათი ძალაუფლება საერთაშორისო სამართალზე მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა BBC Radio 4-თან განაცხადა.

გუტერეშის თქმით, ვაშინგტონის „მკაფიო რწმენაა“, რომ მრავალმხრივი გადაწყვეტილებები უმნიშვნელოა.

„არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ კანონის ძალა ძალაუფლების კანონით უნდა შეიცვალოს“,-განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო-ს პრინციპები, მათ შორის წევრი სახელმწიფოების თანასწორობა, ახლა საფრთხის ქვეშაა. მისი თქმით, ორგანიზაცია საჭიროებს რეფორმას, რათა გაუმკლავდეს „დრამატულ პრობლემებსა და გამოწვევებს“, რომლის წინაშეც გაერო-ს 193 წევრი სახელმწიფო დგას.

მისივე თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭო, რომელიც შექმნილია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, აღარ წარმოადგენს მსოფლიოს და „არაეფექტურია“.

წყარო: პირველი არხი