ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, სადაც 529,000 ადამიანი ცხოვრობს, ველოსიპედის გაზიარების სისტემამ Velo-მ რეკორდი დაამყარა: გასულ წელს ქალაქის მცხოვრებლებმა ველოსიპედით 7 მილიონზე მეტი მოგზაურობა განახორციელეს და ერთ სულ მოსახლეზე მოგზაურობის რაოდენობით ანტვერპენი ევროპის ლიდერი გახდა.

სისტემა Velo 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში ველოსიპედების რაოდენობა 1000-დან თითქმის 5000-მდე გაიზარდა: ყოველწლიურად მათ უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ: 2022 წელს იყო 6 მილიონი მოგზაურობა, 2023 წელს - 6,5 მილიონი, გასულ წელს კი პირველად გადააჭარბეს 7 მილიონის ზღვარს.

„ევროპულსი“