ამერიკელების ნახევარი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება ისინი ან მათი ოჯახის წევრები უმუშევრები დატოვოს, ნათქვამია Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, რომელმაც ასევე აჩვენა დიდი შფოთვა იმის გამო, თუ რამდენად ფართოდ გამოიყენება ტექნოლოგია. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ექვსდღიანმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 53% იზიარებდა ამ წუხილს, რომელიც საკმაოდ თანაბრად იყო გავრცელებული რესპოდენტებში ასაკის, სქესის და განათლების დონის მიხედვით.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხულთა 37% მსგავსი საფრთხის არსებობას საერთოდ გამორიცხავს, ხოლო დარჩენილმა 10%-მა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. საგულისხმოა, რომ ტექნოლოგიის მასობრივი დანერგვის მიმართ საზოგადოებრივი სკეპტიციზმი მზარდია, რადგან მოსახლეობის 73% პროცესის მიმართ უარყოფით განწყობას გამოხატავს. ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემს აღემატება, როდესაც ანალოგიური შეშფოთება ამერიკელთა 68%-მა დააფიქსირა.