2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი ცნობილია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
2026 წლის გამოცდების დეტალური განრიგი: ქართული ენა და ლიტერატურა2 ივლისი (პირველი და მეორე სესია);3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ოსური ენა2 ივლისი (პირველი სესია); უცხოური ენა6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა; მათემატიკა10 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ისტორია13 ივლისი (პირველი და მეორე სესია);14 ივლისი (პირველი სესია); ქიმია14 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება15 ივლისი (პირველი სესია); ბიოლოგია16 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)17 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)17 ივლისი (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება17 ივლისი (პირველი სესია); გეოგრაფია20 ივლისი (მეორესესია); ლიტერატურა21 ივლისი (პირველი სესია); ფიზიკა22 ივლისი (პირველი სესია). მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს