Time Out-მა გამოაქვეყნა 2026 წლის ყველაზე განვითარებული კულტურული ცხოვრების მქონე ქალაქების რეიტინგი. კვლევა ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის 24 000 ადამიანის გამოკითხვას, რომლებმაც შეაფასეს გალერეებისა და მუზეუმების ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვნება და ხარისხი.
მუზეუმების მოსანახულებლად საუკეთესო ქალაქად პარიზი დასახელდა: გამოკითხულთა 97% დადებითად საუბრობს ადგილობრივ მუზეუმებზე.