ივნისის ბოლოს, თბილისში ახალი კრაფტ ლუდსახარში „იშვი" გაიხსნება. ბრენდი  მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებისგან დამზადებულ ლუდს შესთავაზებს.  როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, „იშვის“ საწარმოში მოხარშული ლუდი, გემოს თვალსაზრისით, ინდუსტრიული და სხვა კრაფტლუდებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოს საკუთარი ლაბორატორია აქვს, რომელშიც რეგულარულად გაკონტროლდება როგორც ინგრედიენტების, ისე სასმელის ხარისხი. ლუდსახარშის წლიური წარმადობა365 000 ლიტრია.

 

„იშვის" დამფუძნებლები ამბობენ, რომ გახსნამდე სამიწელი ექსპერიმენტებში, სხვადასხვა ქვეყნის ლუდსახარშების მონახულებასა და დეგუსტაციებში გაატარეს. ლუდსახარშის მშენებლობამდე შეიძინეს მცირე ზომის სახარში დანადგარები და 150-მდე სატესტო პროცესიც გაიარეს. მათი თქმით, მთავარი მიზანი სტაბილურად მაღალი ხარისხის ლუდის შექმნა იყო, რადგან, როგორც ლუდის მოყვარულებს, ხშირად თავად უჭირდათ ადგილობრივ ბაზარზე ასეთი პროდუქტის პოვნა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, შეექმნათ საკუთარი რეცეპტი, რომლის ხარისხშიც ყოველთვის დარწმუნებულები იქნებოდნენ.

 

პირველ ეტაპზე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ხუთი სახეობის ლუდი:  

NEIPA - ტროპიკული ხილის ინტენსიური არომატები, ციტრუსის ნათელი ნოტები და ხავერდოვანი ტექსტურა;

• WIT — ბელგიური სტილის ხორბლის ლუდი, ციტრუსოვანი და პიკანტური არომატით;

Stout ხავერდოვანი ლუდი ყავისა და კაკაოს ღრმა ნოტებით;

Lager Iეს ლაგერი აერთიანებს კლასიკურ სისუფთავესა და თანამედროვე კრაფტ ბალანსს. შედეგი არის მსუბუქი, სუფთა და ჰარმონიული ლუდი;

Lager II - კლასიკურ გერმანულ სიზუსტს და თანამედროვე კრაფტ ფილოსოფიგაერთიანება. შედეგი არის ელეგანტური, ბლანტი და არომატული ლუდი.

 

ლუდსახარშის ტერიტორიაზე მოეწყობა ბაღიც, სადაც ლუდის მოყვარულებს შეეძლებათ განიტვირთონ და იქვე დააგემოვნონ სასმელი.

 

კრაფტ ლუდი თავდაპირველად „იშვის" ლუდის ბაღში, ასევე, შერჩეულ ბარებსა და რესტორნებში გაიყიდება. კომპანია უახლოეს მომავალში კრაფტ ლუდის ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავს, სამომავლო ინვესტიციები კი წარმოების გაფართოებას მოხმარდება.