საქართველოში უკვე 250 000-ზე მეტ სივრცეში მუშაობს Midea-ს კონდიციონერი. სწორედ ამ რეალობას პასუხობს ბრენდის ახალი კამპანია - „250 000+ შოურუმი საქართველოში“.

ტექნიკის შეძენისას მომხმარებლების გადაწყვეტილების მიღების პროცესი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა.

თუ ადრე არჩევანი ძირითადად მაღაზიაში ვიზიტისას მიღებულ შთაბეჭდილებებსა და კონსულტანტის რეკომენდაციებზე იყო დამოკიდებული, დღეს ადამიანები პასუხებს სულ უფრო ხშირად რეალურ გამოცდილებაში ეძებენ. მეგობრების რეკომენდაციები, ოჯახის წევრების შეფასებები, კოლეგების აზრი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნანახი მაგალითები ბევრისთვის გაცილებით სანდო წყაროდ იქცა, ვიდრე ნებისმიერი სარეკლამო გზავნილი.
ეს განსაკუთრებით იმ პროდუქტებს ეხება, რომელთა რეალური შესაძლებლობების შეფასება მხოლოდ გამოყენების პროცესშია შესაძლებელი.

კონდიციონერის არჩევისას მომხმარებლისთვის, როგორც წესი, მნიშვნელოვანია იცოდეს, რამდენად სწრაფად აგრილებს სივრცეს, როგორ ანაწილებს ჰაერს, რამდენად ჩუმად მუშაობს, რამდენად მარტივია მისი მართვა და ეკონომიურია თუ არა ყოველდღიურ გამოყენებაში. ამ მახასიათებლების შეფასება კი გაცილებით მარტივია მაშინ, როცა მოწყობილობას რეალურ გარემოში ხედავ და არა მხოლოდ მაღაზიის სტენდზე.

სწორედ ამ ინსაითს ეფუძნება Midea Georgia-ს ახალი კამპანია - „250 000+ შოურუმი საქართველოში “.

დღეს საქართველოში უკვე 250 000-ზე მეტ სივრცეში მუშაობს Midea-ს კონდიციონერი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ასიათასობით სახლი, ოფისი, მაღაზია, კაფე თუ სხვა სივრცე ყოველდღიურად იქცევა ადგილად, სადაც ადამიანები პროდუქტის შესაძლებლობებს რეალურ გარემოში აფასებენ.

კამპანიის მთავარი იდეაც სწორედ ესაა - Midea-სთვის შოურუმი მხოლოდ მაღაზია აღარ არის.
შოურუმია ის სახლი, სადაც სტუმრად მიდიხარ და სასიამოვნო სიგრილეს გრძნობ.
შოურუმია ოფისი, სადაც კომფორტულ გარემოში ატარებ სამუშაო დღეს. შოურუმია კაფე, მაღაზია ან ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ტექნიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და საკუთარ შესაძლებლობებს ყოველდღიურად ამტკიცებს.

გარდა კომფორტისა, თანამედროვე მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ენერგოეფექტურობაც. მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე ინვერტორული ტექნოლოგიების წყალობით, Midea-ს კონდიციონერები ელექტროენერგიას გაცილებით უფრო ეფექტურად იყენებს, ვიდრე ტრადიციული სისტემები.
ბრენდის უახლეს მოდელებში წარმოდგენილი AI Ecomaster ტექნოლოგია კი, მუშაობის სიმძლავრეს გარემო პირობებისა და მასში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად არეგულირებს, რეჟიმებს ავტომატურად აოპტიმიზებს და ენერგიის დამატებით დაზოგვაში ეხმარება მომხმარებელს. შედეგად, სასურველი ტემპერატურის მიღწევა შესაძლებელია ნაკლები ენერგომოხმარებითა და მეტი კომფორტით.

ბრენდის ახალი საკომუნიკაციო კამპანია სწორედ ამ რეალურ გამოცდილებებს უსვამს ხაზს - იმ სივრცეებს, სადაც ადამიანები Midea-ს ტექნოლოგიებს ყოველდღიურად იყენებენ და აფასებენ. არა სარეკლამო გარემოში, არამედ იქ, სადაც პროდუქტის შესაძლებლობები ყველაზე კარგად ჩანს - რეალურ ცხოვრებაში.
რადგან ზოგჯერ პროდუქტის შესახებ ყველაზე სანდო წარმოდგენას არა რეკლამა, არამედ რეალური გამოცდილება გვაძლევს. და როდესაც ასეთი გამოცდილება უკვე 250 000-ზე მეტ სივრცეში გროვდება, შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო Midea-ს ერთ დიდ შოურუმად იქცა.

სპეციალური შეთავაზებები ზაფხულის სეზონზე

ზაფხულის კამპანიის ფარგლებში Midea მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. კონდიციონერების შერჩეულ მოდელებზე მოქმედებს 20-30% ფასდაკლება, როგორც Midea-ს ოფიციალურ შოურუმებში, ასევე პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამგვარად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი მოდელი უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და ზაფხულის სეზონს კომფორტულ გარემოში შეხვდნენ.

Midea - 250 000+ შოურუმი საქართველოში.