ონლაინ შეკვეთის მიწოდების დასაჩქარებლად, Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვას იწყებს. ამის შესახებ CNBC-ი იტყობინება.
ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად გამოიყენება Amazon-ის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. იგი გამოიყენება სატრანსპორტო საკითხების ოპტიმიზაციისთვის, რუკების და მარშრუტების დაგეგმვის ჩათვლით, ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ამინდის პირობები. უფრო მეტიც, ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს Amazon-ზე სასურველი პროდუქტის პოვნაშიც ეხმარება.
Amazon აქტიურად მუშაობს „რეგიონალიზაციის“ პროექტზე, რათა საქონელი მიაწოდოს მომხმარებლებს მათ უახლოესი საწყობებიდან და არა ქვეყნის შორეული რეგიონებიდან. ეს შეამცირებს შეკვეთის მიწოდების დროს და დაზოგავს ხარჯს.
კორპორაციის მომხმარებელთა მომსახურებისა და გლობალური ოპერაციების სერვისების ვიცე პრეზიდენტ სტეფანო პერეგოს თქმით, სასაწყობო სისტემების ოპტიმიზაციის გზით Amazon-ი მიწოდებას იმავე ან მომდევნო დღეს შეძლებს.