ამერიკული Amazon.com Inc.–ი, დამატებით 25 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Claude-ის შემქმნელ AI სტარტაპ Anthropic-ში - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.
Amazon-ი ახლა 5 მილიარდ დოლარს ჩადებს და 20 მილიარდ დოლარამდე მომავალში, „გარკვეული კომერციული მიზნების“ მიღწევის მიხედვით.
ამ ინვესტიციებიდან პირველი შეესაბამება Anthropic-ის უახლეს შეფასებას, რომელიც 380 მილიარდ დოლარს შეადგენს. ინტერნეტგიგანტმა სტარტაპში მანამდე 8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.