ამერიკული კომპანია Amazon.com Inc. 2027 წლისთვის გერმანიაში 16 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას გეგმავს, ნათქვამია კომპანიის ბლოგში. თანხები დაიხარჯება სამუშაო ადგილების შექმნაში, ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაში, მათ შორის მონაცემთა ცენტრის გაფართოებაში, Amazon Leo-ს მაღალსიჩქარიან სატელიტურ ინტერნეტში, ახალ ლოგისტიკურ პროექტებსა და ფილმებში სტრიმინგ პლატფორმა Prime Video–სთვის.
ინვესტიცია, მათ შორის 4.8 მილიარდი ევრო, ფრანკფურტში Amazon Web Services (AWS)-ის ღრუბლოვანი რეგიონის გაფართოებას მოხმარდება.
ინვესტიციების შესახებ 20 ოქტომბერს გერმანიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ სამიტზე „ინვესტირება გერმანიაში“ გამოცხადდება, რომელსაც კანცლერი ფრიდრიხ მერცი დაესწრება.