ახალ ზელანდიაში სუპერმარკეტებში პოლიეთილენის პარკების გამოყენება სრულად აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც სუპერმარკეტებში თხელი პოლიეთილენის პარკებიც კი აკრძალა, რომლებიც ხილისა და ბოსტნეულისთვის გამოიყენებოდა. აკრძალვა ძალაში პირველი ივლისიდან შევიდა.
კანონის გამკაცრების მიზეზი სავაჭრო ცენტრებში მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვაა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2019 წელს ქვეყანაში სქელი პოლიეთილენის პარკის ტარება აიკრძალა, დაახლოებით მილიარდამდე ერთეულის გამოყენება იქნა აცილებული თავიდან. ახალი შეზღუდვა კი ქვეყანას წელიწადში 150 მილიონი პოლიეთილენის პარკის გამოყენებას აარიდებს თავიდან.