ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა, Wells Fargo & Co.-მ, მესამე კვარტალში წმინდა მოგება 7%-ით გაზარდა. ბანკის წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში 5.7 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 1.87 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 5.34 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ 1.66 აშშ დოლარს შეადგენდა.
შემოსავალი 2%-ით გაიზარდა და 21.87 მილიარდ დოლარს მიაღწია.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ, 22.31 მილიარდი დოლარის შემოსავალსა და აქციაზე 1.85 აშშ დოლარის მოგებას ელოდნენ.