გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო კონსულტანტის, ფიოდორ რიბალკოს თქმით, ქართული სუპერმარკეტები ჯერ კიდევ არ იყენებენ ბევრ პერსპექტიულ შესაძლებლობებს ბიზნესის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ east-fruit.com-ი წერს.
მან თავისი პოზიცია დეტალურად განმარტა მაგალითებით სიტყვით გამოსვლისას ხილისა და ბოსტნეულის ბაზრის მონაწილეთა პირველ ინოვაციური კონფერენციაზე „HortiTech - უახლესი ციფრული ტექნოლოგიები ხილისა და ბოსტნეულის ბიზნესისთვის - შესაძლებლობები საქართველოსთვის“, რომელიც 2023 წლის 25 აპრილს თბილისში გაიმართა.
საცალო ქსელების ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა არის „პულინგის“ სისტემაზე გადასვლა.
პულინგი - მრავალჯერადი, დასაკეცი პლასტმასის ყუთების გამოყენების პრაქტიკა საქონლის შესაფუთად, შესანახად და გასავრცელებლად.
„სუპერმარკეტებს შეუძლიათ ყოველწლიურად დაზოგონ დაახლოებით 2,2 მილიონი დოლარი მხოლოდ ბანანის ლოგისტიკაზე, მრავალჯერადი პლასტმასის კონტეინერებზე გადასვლის გზით. ამავდროულად, ფულის დაზოგვის გარდა, ერთდროულად აგვარებენ ბევრ სხვა პრობლემას და ბაზრიდან ამოიღებენ ბანანის ყუთს, რომელიც, ერთჯერადია და საქართველოში ბანანის შესაფუთად ძირითადად სწორედ ის გამოიყენება,“ - განაცხადა ფედორ რიბალკომ.
„პულინგი ასევე საშუალებას მისცემს სუპერმარკეტების ქსელებს შეამცირონ მუშახელის საჭიროება გაყიდვების ზონებში, შეამცირონ სივრცის მოთხოვნები კონტეინერების შესანახად, რაც ნიშნავს დაქირავების ხარჯებს და გააფართოონ გამოსაყენებელი საცალო სივრცე. ასევე, სუპერმარკეტებს, პულინგის წყალობით, შეუძლიათ მკვეთრად შეამცირონ ნარჩენების გატანის ხარჯები, გაზარდონ ბოსტნეულის, ხილისა და სხვა ახალი პროდუქტების სიახლე და ხარისხი, შეამცირონ ხილისა და ბოსტნეულის „ჩამოწერის“ პროცენტი, გაზარდონ პროდუქციის მიკვლევადობის დონე და დაზოგონ ათობით მილიონი დოლარი ლოგისტიკაზე. სხვათა შორის, ყველა ამ ფაქტორების წყალობით, ქსელებს შეუძლიათ მიიღონ უფრო მარტივი წვდომა მწვანე სესხებზე, რაც მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტავს FAO-ს საცალო ვაჭრობის ექსპერტი.
მისი თქმით, სუპერმარკეტების ქსელების დანახარჯების შემცირება ბოსტნეულსა და ხილზე ფასების შემცირების შესაძლებლობასაც ნიშნავს, რაც ასევე დადებითი ფაქტორია ქართველი მომხმარებლისთვის.