ჩვენ კვლავ ვუზიარებთ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი უკრაინას ომის დასრულებაში ეხმარება.
ტრამპის განცხადებით, აშშ ომის დასასრულებლად მუშაობს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.
„ჩვენ ვეხმარებით მათ, ნამდვილად ვეხმარებით მათ საბოლოო პასუხის მიღებაში. ჩვენ გვინდა, ომი დასრულდეს. ვეხმარებით მათ და ვუზიარებთ სადაზვერვო ინფორმაციას. ჩვენ ვმუშაობთ მათთან და რუსეთთან, რათა ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
რაც შეეხება რუსეთთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმებას, ტრამპმა განაცხადა, რომ ის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.
„ეს არის ხელშეკრულება დიზელზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გადის“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტით დაემუქრა.