შო­რე­ულ 1967 წელს, კოს­მო­სურ­მა ზე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს და და­დეს "კოს­მო­სუ­რი სივ­რცის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა“. ამის შე­დე­გად ამ­ჟა­მად 100-ზე მეტი ქვე­ყა­ნა შე­თან­ხმდა, რომ მთვა­რე არა­ვის ეკუთ­ვნის. თუმ­ცა ახლა ამ კი­თხვა­ზე, რო­გორც ჩანს, ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი აღარ არ­სე­ბობს, - წერს The New York Times.

კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი წლე­ბია ლა­პა­რა­კო­ბენ მთვა­რე­ზე სა­კუ­თა­რი ბა­ზე­ბი­სა და მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის ცენ­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, მე­ტიც, დე­და­მი­წის თა­ნამ­გზავრზე მთე­ლი მძი­მე მრეწ­ვე­ლო­ბის გა­და­ტა­ნა­ზეც კი. აშშ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ჰე­ლი­უ­მი­თა და სხვა რე­სურ­სე­ბით მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­თან ახ­ლოს, მა­შინ როცა ჩი­ნეთს, რუ­სეთ­თან პარტნი­ო­რო­ბით, სურს ამა­ვე პო­ლუ­სის მახ­ლობ­ლად სა­კუ­თა­რი ბა­ზის აგე­ბა.

"ეს ეპო­ქა ეფუძ­ნე­ბა რწმე­ნას, რომ ვინც პირ­ვე­ლია, უპი­რა­ტე­სო­ბაც მას აქვს და ის, ვინც ყვე­ლა­ზე სწრა­ფად დამ­კვიდ­რდე­ბა მთვა­რე­ზე, წე­სე­ბის დად­გე­ნას შეძ­ლებს. ყვე­ლას და­ნარ­ჩენს კი მხო­ლოდ მის­თვის მი­ყო­ლა მო­უ­წევს“, - წერს გა­მო­ცე­მა.

  • რას ამ­ბობს კა­ნო­ნი კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბა­ზე?

60-იან წლებ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი "კოს­მო­სუ­რი სივ­რცის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა“ აცხა­დებ­და, რომ "ქვეყ­ნებს არ შე­უძ­ლი­ათ პრე­ტენ­ზია გა­ნა­ცხა­დონ კოს­მო­სურ სივ­რცე­ზე გა­მო­ყე­ნე­ბის ან ოკუ­პა­ცი­ის გზით“. გარ­და ამი­სა, კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბას სარ­გე­ბე­ლი უნდა მო­ე­ტა­ნა ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის. ამ დო­კუ­მენ­ტით კოს­მოს­ში ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გან­თავ­სე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კოს­მო­სის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობს, ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი დღემ­დე არ არის.

  • კერ­ძოდ, შე­უძ­ლია თუ არა კომ­პა­ნი­ას მო­გე­ბის მი­ღე­ბა მთვა­რის სიმ­დიდ­რით?
  • შე­უძ­ლია თუ არა სა­ხელ­მწი­ფოს ან კომ­პა­ნი­ას და­ად­გი­ნოს გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სა­ზღვრე­ბი, სა­დაც სხვებს არ და­უშ­ვე­ბენ?

ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით არ დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლა.

70-იან წლებ­ში შე­იქ­მნა "მთვა­რის შე­თან­ხმე­ბა“, რო­მელ­შიც დე­და­მი­წის თა­ნამ­გზავ­რის რე­სურ­სე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბად გა­მო­ცხად­და. დო­კუ­მენტს 17 ქვე­ყა­ნა შე­უ­ერ­თდა. ეს არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ არც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, არც საბ­ჭო­თა კავ­შირს და არც ჩი­ნეთს.

ინ­გლი­სის და­ჰე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­პო­ლი­ტი­კის პრო­ფე­სო­რი ბლენ­დი ბო­უ­ე­ნი ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ქვეყ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებთ არ­სე­ბუ­ლი "რუხი ზონა“. ამავდრო­უ­ლად, კოს­მო­სუ­რი სა­მარ­თლის სფე­რო­ში პო­პუ­ლა­რო­ბას იძენს თე­ზი­სი იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შე­უძ­ლი­ათ ფლობ­დნენ იმას, რა­საც მო­ი­პო­ვე­ბენ, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მათ არ შე­უძ­ლი­ათ უშუ­ა­ლოდ მთვა­რის ფლო­ბა.

ამას­თა­ნა­ვე აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ქვეყ­ნებს კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბიც აქვთ.

ამა­სო­ბა­ში NASA-მ და­აჩ­ქა­რა მთვა­რე­ზე ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რის გან­თავ­სე­ბის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სა­ა­გენ­ტომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით და­ა­სა­ბუ­თა, რომ თუ ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი რე­აქ­ტორს პირ­ვე­ლე­ბი აა­გე­ბენ, მათ შე­ეძ­ლე­ბათ მთვა­რე­ზე აკ­რძა­ლუ­ლი ზო­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა, რაც შე­ზღუ­დავს ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბი­სა და მათი მარსმავ­ლე­ბის/მთვა­რე­მავ­ლე­ბის წვდო­მას. ასე­თი სცე­ნა­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა "კოს­მო­სუ­რი სივ­რცის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას“, რომ­ლის პირ­ვე­ლი მუხ­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კოს­მოს­ზე თა­ვი­სუ­ფალ წვდო­მას ყვე­ლა სუ­ბი­ექ­ტის­თვის.

  • გა­ე­რო ახალ წე­სებ­ზე მუ­შა­ობს

უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა სა­ბო­ლო­ოდ უნდა და­ამ­ტკი­ცოს პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის სფე­რო­ში ზო­გი­ერთ სა­კითხს და­ა­რე­გუ­ლი­რებს. თუმ­ცა ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ­სე­ბობს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი და ტექ­ნო­ლო­გია მთვა­რის გა­მოკ­ვლე­ვი­სა და ათ­ვი­სე­ბის­თვის. ამავდრო­უ­ლად, მოქ­მედ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში საკ­მა­რი­სი ხვრე­ლე­ბია იმის­თვის, რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნამ მთვა­რე­ზე ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რი დად­გას ან რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მენ­მა სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბა და­ი­წყოს.

"თუ ჩი­ნე­თი და აშშ ის ორი ქვე­ყა­ნაა, რომ­ლე­ბიც მთვა­რე­ზე ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, მათ, არ­სე­ბი­თად, შე­უძ­ლი­ათ წე­სებ­ზე ერ­თმა­ნეთ­ში შე­თან­ხმდნენ“, - ას­კვნის პრო­ფე­სო­რი ბო­უ­ე­ნი.

წყარო: ambebi.ge