შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ერაყის, ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს,
ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის, ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 112 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს