მსოფლიოში მეორე უმსხვილესი სპორტული საქონლის მწარმოებელი გერმანული Adidas-ი, აპირებს გაყიდოს Yeezy ბრენდის სპორტულ ფეხსაცმელების დარჩენილი მარაგი და შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმაროს. ამის შესახებ BBC წერს.

Adidas-მა მუსიკოს კანიე უესტთან თანამშრომლობით შექმნილი ბრენდის პროდუქციის გაყიდვა გასული წლის ოქტომბერში შეწყვიტა. ამავდროულად, კომპანიამ შეწყვიტა პარტნიორობის ხელშეკრულება ვესტთან მისი ანტისემიტური განცხადებების გამო.

როგორც Financial Times-ი წერს, ხუთშაბათს adidas-ის აქციონერთა ყოველწლიური კრების დროს გიულდენმა აღნიშნა, რომ Yeezy-ს გაუყიდველი მარაგის ღირებულება 1 მილიარდ ევროზე მეტია.

კომპანიამ გადაწყვიტა არ გაენადგურებინა ბრენდის პროდუქცია და გაყიდვიდან შემოსავალი გაეგზავნა ორგანიზაციებისთვის, სადაც ვესტის განცხადებებით დაზარალებული ადამიანები არიან გაერთიანებული.

ხუთშაბათს ვაჭრობაში Adidas-ის აქციებმა 2.2% დაამატა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 31%-ით გაიზარდა.