ადამიანების ცემინების ან გაციების ვიდეოების ყურებამ, შესაძლოა „ჩართოს“ სხეულის დამცავი მექანიზმები. ეს ნიშნავს, რომ ტვინი და იმუნური სისტემა იწყებენ მომზადებას ინფექციასთან საბრძოლველად იქამდე, სანამ ის სხეულში მოხვდება. ამის შესახებ ნათქვამია ჰამბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში.

ექსპერიმენტში 62 ადამიანი მონაწილეობდა. მათ აჩვენეს მოკლე ვიდეოები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ჰქონდათ გაციების ნიშნები, როგორიცაა ცემინება, ასევე ისინი ვინც ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

ჩვენების დროს მეცნიერებმა გამოიყენეს MRI ტვინის აქტივობის მონიტორინგისთვის და ასევე გაზომეს ანტისხეულების დონე მონაწილეთა ნერწყვში. ეს ანტისხეულები, ცნობილია როგორც სეკრეტორული იმუნოგლობულინი A (sIgA), იცავს სასუნთქ გზებს ინფექციებისგან.

ვრცლად „ევროპულსზე“