გასულ წელს ყველაზე მაღალი ფასები ირლანდიაში იყო. იქ ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 46,4%-ით აღემატებოდა, მას მოსდევსდა დანია (+44,5%) და ლუქსემბურგი (+36,8%), - ამის შესახებ ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.

მსხვილი ქვეყნებიდან საშუალო სტატისტიკასთან ყველაზე ახლოს იტალია იყო, სადაც სამომხმარებლო კალათა საშუალო ევროპულზე 0,2%-ით ძვირია, გერმანიაში - 8,9%-ით  ძვირია და ესპანეთში 3,5%-ით  იაფი.

ამასთან, ყველაზე იაფ ქვეყნებს შორისაა რუმინეთი, სადაც სამომხმარებლო კალათაში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 42,2%-ით ნაკლები უნდა გადაიხადოთ, ასევე ბულგარეთი (-41,3%) და პოლონეთი (-38,5%).

ევროსტატის ანგარიშში ნათქვამია, რომ დანია ევროკავშირში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ღირებულებით ლიდერობს, ხოლო ბულგარეთში ისინი ყველაზე იაფია, იაფია ასევე - ალკოჰოლური სასმელი და თამბაქოს ნაწარმი.

2022 წელს ალკოჰოლსა და სიგარეტზე ფასების სხვაობამ ქვეყნებს შორის 3,3-ს მიაღწია, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ამ პროდუქტების დაბეგვრის სხვაობით. მეორე ადგილზეა სასტუმროებში დარჩენისა და რესტორანში სიარულის ღირებულება, სადაც  სხვაობა 3-ჯერ აღემატება.

ცხოვრების ღირებულების მიხედვით ლიდერები არიან შვეიცარია (+74,3%), ისლანდია (+59%) და ნორვეგია (+42,9%), სამომხმარებლო კალათა თურქეთში 60%-ით იაფია ევროპის საშუალო მაჩვენებელზე, ჩრდილოეთ მაკედონიაში - 49%-ით.