Galt&Taggart-ის მოლოდინით, წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.4 მლრდ-ს მიაღწევს.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.4%-ით გაიზარდა და 450 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სულ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 11.3%-იანი ზრდაა.