2026 წლის პირველ კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ 629 მლნ ლარი დახარჯეს, რაც საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 31%-ით მეტია.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის I კვარტალთან შედარებით 27%-ით 1 268 ლარამდე გაიზარდა.
ხარჯი ასე გადანაწილდა:
- საყიდლები - 522 ლარი;
- კვება - 302 ლარი;
- განთავსება - 181 ლარი;
- ადგილობრივი ტრანსპორტი - 130 ლარი;
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 60 ლარი;
საქსტატის ცნობით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ 641 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აქედან რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. ამ ვიზიტებიდან 329 ათასი ტურისტული ტიპის იყო, რაც საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 1.7%-იანი ზრდაა.
I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა, შემდეგ მოდის საყიდლები (32%), ხოლო მესამე ადგილზეა დასვენება და გართობა (20%).