100 000-ზე მეტმა რუსმა ტურისტმა ზაფხულისთვის დასვენება ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმა, თუმცა ახლა ბევრი აჩერებს ჯავშნებს ტერიტორიაზე არეულობის გამო, ნათქვამია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) განცხადებაში.

არეულობა და პოლიტიკური არასტაბილურობა რეგიონში აიძულებს ტურისტებს გადახედონ გრძელვადიან გეგმებს. ერთ-ერთმა მსხვილმა ტუროპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ დანიშნულების ადგილზე ტურების გაუქმების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტულ მაჩვენებლებს და 15-17 ნოემბერის პერიოდში სამჯერ გაიზარდა. 

ATOR-ი მსხვილი ტურისტული კომპანიების აგრეგირებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ 1.6 მილიონამდე ტურისტი რუსეთიდან მომავალ ზაფხულს ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად აპირებს წასვლას, რაც „6-7%-ით მეტი იქნება გასული მაღალი სეზონის შედეგებზე“.

აღნიშნულია, რომ კრასნოდარის ტერიტორიის კურორტებთან და ყირიმთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთი ამჟამად უმსხვილეს სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ სამეულშია და ATOR-ის მიხედვით, ადრეული დაჯავშნის ტურების მთლიანი გაყიდვების 20-40%-ს აღწევს.