ბორჯომში მდებარე სასტუმროს Golden Tulip Borjomi  ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელისო კურტანიძე ზაფხულის ტურისტულ სეზონს აფასებს, ელისო კურტანიძის განცხადებით, სეზონზე სასტუმრომ უცხოელი მოგზაურების დიდ რაოდენობას უმასპინძლა.

„აგვისტოში მოიმატა ტურისტების რაოდენობამ. გვაქვს ჯავშნები შემოდგომაზეც, სექტემბერი-ნოემბრის პერიოდში  ველოდებით დატვირთულობას. რაც შეეხება ტურისტების სეგმენტს, ჩვენს სასტუმროში ძირითადად ევროპელი სტუმრები ჭარბობენ. სტუმრები გვყავს გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან,  ბელგიელები, ბევრი ტურისტი გვყავდა საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან“,-აცხადებს ელისო კურტანიძე.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს