სარკინიგზო კომპანია European Sleeper-ი 2025 წლიდან ახალ მარშრუტს იწყებს, რომელიც კვირაში 2-ჯერ შესრულდება, 15 საათს გაგრძელდება და ევროპის 9 ქალაქს გაივლის. მატარებელი ევროპას ჩრდილოეთის ზღვიდან ადრიატიკამდე გადაკვეთს.

კომპანიის ინფორმაციით, მარშრუტი ევროპაში დაგეგმილ ზამთრის სპორტულ ღონისძიებებზეა მორგებული და 22 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით იმოქმედებს.

European Sleeper-ის თანახმად, ახალი მარშრუტი გაზრდილი მოთხოვნისა და იდენტური მარშრუტების სიმწირის გამო დაინიშნა. მატარებელი გეზს ბრიუსელიდან აიღებს და 15 საათის შემდეგ ვენეციაში ჩავა. ღამის განმავლობაში მგზავრები ბელგიას, ნიდერლანდებს, გერმანიასა და ავსტრიას გაივლიან. რაც შეეხება გაჩერებებს, ვენეციაში ჩასვლამდე მგზავრებს ანტვერპენში, როტერდამში, უტრეხტში, კელნში, ინსბრუკსა და ვერონაში შეეძლებათ მგზავრობის დასრულება.

კომპანია გამგზავრების დროსა და სხვა დეტალებზე შესათანხმებლად კვლავ მუშაობს. შესაბამისად, ზუსტი განრიგი კვლავ უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, რა ეღირება მგზავრობა, თუმცა ყველა დეტალი ცნობილი 1 სექტემბრიდან გახდება, როდესაც მსურველებს მატარებლის ბილეთის დაჯავშნაც შეეძლებათ.

წყარო: bm.ge