2 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ფერმერ მუხრან მეტრეველის ნაკვეთზე „აგროსფეროს“ ორგანიზებით Dekalb-ს სიმინდის მინდვრის დღე, „ბაიარენა“ გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცვნენ Dekalb-ის ახალ ჰიბრიდებს, მათ მახასიათებლებსა და უპირატესობებს. ამასთანავე, სიმინდისთვის საჭირო აგროტექნიკურ სამუშაოებსა და ინოვაციურ პრეპარატებს.

„ეს შეხვედრა ფერმერთა განათლებასა და განვითარებას ემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად, „აგროსფეროსთან“ დაახლოებით 20 წელია, ვთანამშრომლობ და აქტიურად ვიყენებ მათ პროდუქტებს, მათ შორის, Dekalb-ის სათესლე მასალებს, Bayer-ის შხამ-ქიმიკატებსა და Claas-ის კომბაინებს.

შეხვედრაზე თან მოვიტანე სიმინდის რამდენიმე ტარო ჩემი მეურნეობიდან, რომლებზეც ვერც ერთ გაფუჭებულ მარცვლას ვერ ნახავთ. ეს კი „აგროსფეროს“ პროდუქციის დამსახურებაა“, – ამბობს ფერმერი ამბროსი მაჭარაშვილი.

Dekalb სიმინდის ჰიბრიდების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით, უმაღლესი ხარისხის ჯიშებს აწარმოებს. მის ასორტიმენტშია საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე მორგებული სიმინდის ჰიბრიდებიც, რომლებსაც კომპანია „აგროსფეროსთან“ თანამშრომლობით უკვე წლებია ქმნის.

„საქართველოსთვის ჯიშების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ყველა რეგიონი, მეტიც, სოფელი რადიკალურად განსხვავებულია. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდით Dekalb-ის ჰიბრიდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვარჩევთ ისეთებს, რომლებიც ყველაზე უკეთ ერგება ადგილობრივ პირობებს. დღეს ფერმერებს Dekalb-ის კიდევ 13 ახალი ჰიბრიდი წარვუდგინეთ და გავაცანით მათი შედეგები. 

„აგროსფერო“ ცდილობს უპასუხოს ფერმერთა მოთხოვნებს და ბაზარზე მუდმივად დანერგოს სიახლეები. ამ მხრივ „ბაიარენა“ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ის ფერმერებისთვის სწორედ ამგვარი სიახლეების გაცნობას ემსახურება“, – ამბობს „აგროსფეროს“ მეთესლეობის მიმართულების პროდუქტის მენეჯერი, მირანდა შენგელია.