Boeing-ის ქარხნის თანამშრომლები 16 წლის განმავლობაში პირველად გაიფიცნენ, მათ უარყვეს შრომითი ხელშეკრულების პირობები, რომელიც პროფკავშირების ხელმძღვანელობამ კომპანიასთან შეათანხმა. 

გაფიცვაში 737, 777 და 767 თვითმფრინავების წარმოებაში მონაწილე ათასობით თანამშრომელი მონაწილეობს – წერს The Wall Street Journal.

წინა დღით, მანქანათმშენებელთა და კოსმოსურ მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის  (International Association of Machinists and Aerospace Workers) წევრებმა ხმა არ მისცეს კომპანიასთან შეთანხმებას და მხარი დაუჭირეს გაფიცვას. პროფკავშირი წარმოადგენს ბოინგის 33 ათასამდე თანამშრომელს.

შეთანხმება ითვალისწინებდა ვაშინგტონის, ორეგონისა და კალიფორნიის შტატებში არსებულ ქარხნებში მუშაკთა საბაზისო ანაზღაურების გაზრდას კომპანიის ისტორიაში მაქსიმუმ 25%-ით, ასევე 3000 აშშ დოლარის ერთჯერად გადახდას. 

მთლიანობაში, ხმების 94,6% წინააღმდეგი იყო შეთანხმებას, ხოლო 96% გაფიცვის მომხრე იყო.

წარსულში პროფკავშირის წევრები Boeing-ში ყოველთვის ეთანხმებოდნენ მენეჯმენტის მიერ შეთანხმებულ კონტრაქტის პირობებს.

ბოლოს Boeing-ის საწარმოში გაფიცვა 2008 წელს მოხდა, როდესაც ის 57 დღე გაგრძელდა და კომპანიას დღეში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაუჯდა.

პარასკევს წინასაბაზრო ვაჭრობაში Boeing-ის აქციები 3,8%-ით დაეცა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 37,6%-ით შემცირდა.

interfax