გერმანიაში, საქსონიის დედაქალაქ დრეზდენში, მდინარე ელბაზე კაროლას ხიდის ჩამოშლილი 100 მეტრიანი  მონაკვეთის დემონტაჟი განხორციელდა.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ T-Online იუწყება.

ჩამოშლილი სექციის დემონტაჟის სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ გადაწყდა, რადგან მაღალი წყლის მოსვლასთან ერთად, ხიდის  უკონტროლოჩამონგრევის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

დემონტაჟი 13 სექტემბერს საღამოს და ღამით განხორციელდა.