Lufthansa ჯგუფის წევრი, შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss International Air Lines-მა დღეიდან საკუთარ თვითმფრინავებში ინტერნეტი ყველა მგზავრისთვის უფასო გახადა. ეს მომსახურება გათვალისწინებულია ავიაკომპანიის გრძელმაგისტრალურ რეისებზე.
ინტერნეტზე უფასო წვდომის დროს მგზავრებს საშუალება ექნებათ მიიღონ და გაგზავნონ ტექსტური და სურათიანი შეტყობინებები WhatsApp-ის, Facebook Messenger-ისა და Telegram-ის მეშვეობით.
უფასო პაკეტში ტრაფიკი შეზღუდული არ არის. შეტყობინებების გაცვლა ნებისმიერი გაჯეტიდან – მობილური ტელეფონიდან, ტაბლეტიდან ან ლეპტოპიდან არის შესაძლებელი.
"ახლა მგზავრებს შეეძლებათ დაუკავშირდნენ ოჯახებს, მეგობრებს ან ბიზნესს პარტნიორებს მთელი ფრენის განმავლობაში." - ამბობს Swiss-ის კომერციული დირექტორი თამურ გუდარზი.
მგზავრებს, რომელთაც ვებგვერდების გახსნა და ვიდეოების ყურება სურთ, შეუძლიათ შეიძინონ პაკეტი შეზღუდვების გარეშე. 4 საათიანი დაშვება 25 შვეიცარიული ფრანკი ($29) ღირს.
2023 წლის დასაწყისიდან მგზავრებს ფრენისას ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა უკვე მისცეს ისეთმა მსხვილმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Air Canada, Turkish Airlines, Emirates, Korean Air.