ჰოლანდიურმა კომპანია Surfshark-მა 2023 წლის ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო ამ რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა და, გასული წლის 67-ე ადგილიდან, წელს 65-ზე გადაინაცვლა. ამ შედეგით ის კავკასიის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანზე წინაა (სომხეთი 69-ზე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 74-ზე). ამავე რეიტინგის მიხედვით, ციფრული ცხოვრების ხარისხის მიხედვით საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში (რუსეთი 53-ე პოზიციაზეა, თურქეთი - 55-ზე, უკრაინა - 46-ზე).

ციფრული ცხოვრების ხარისხის რეიტინგში საფრანგეთი ლიდერობს, რომელიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობით პირველ ადგილზეა. ხუთეულშია - ფინეთი, დანია, გერმანია და ლუქსემბურგი.

რეიტინგი 121 ქვეყანას ხუთი ძირითადი ინდიკატორის საფუძველზე აფასებდა. ესენია: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა; ინტერნეტის ხარისხი; ელექტრონული ინფრასტრუქტურა; კიბერუსაფრთხოება; სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაცია.

ქვეყნების ათეული, სადაც ციფრული ცხოვრების ხარისხის ყველაზე მაღალი ინდექსია, ასე გამოიყურება:

1.საფრანგეთი

2.ფინეთი

3.დანია

4.გერმანია

5.ლუქსემბურგი

6.ესპანეთი

7.ესტონეთი

8.ავსტრია

9.შვეიცარია

10.სინგაპური