სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუქმებს ყველა გადასახადს ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებზე, ესენია ბლოკჩეინის კომპანიები, პროგრამული უზრუნველყოფის და აპლიკაციების დეველოპერები, AI ტექნოლოგიები, კომპიუტერებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლები.
ქვეყანა იმედოვნებს, რომ კანონი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს.
ინდუსტრიის წარმომადგენლები ამ სიახლეს დადებითად აფასებენ.
„აქ აღარ არის საუბარი პირველი და მესამე სამყაროს შესახებ. საუბარია აღმავალ სამყაროზე და დაღმავალ სამყაროზე. ნაიბ ბუკელეს ხელმძღვანელობით, სალვადორი მზარდი სამყაროს ნაწილი გახდა“, - წერს Coinbase-ის ყოფილი CTO და ანდრესენ ჰოროვიცის პარტნიორი ბალაჯი სრინივასანი.
რამდენიმე წლის წინ, სალვადორმა ბიტკოინი ლეგალურ გადახდის საშუალებად გამოაცხადა და მას შემდეგ ეს სტრატეგია არ შეცვლილა.