ამერიკულმა Microsoft Corp.-მა წარადგინა Majorana 1, მსოფლიოში პირველი კვანტური პროცესორი ტოპოლოგიური ბირთვით, ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Majorana 1 დაფუძნებულია მასალების ახალ კლასზე და წარმოადგენს „ტრანსფორმაციულ ნახტომს პრაქტიკული კვანტური გამოთვლისკენ“, რომელსაც რთული გამოთვლების შესრულება ერთდროულად, წამებში შეუძლია.
კომპანიაში იმასაც განმარტავენ, რომ ჩიპი, რომლის შექმნას 19 წელი დასჭირდა, გამოთვლებს რომელსაც დაახლოებით 10 000 წელი დასჭირდებოდა რამდენიმე წამში აკეთებს.
„Microsoft-ს მიაჩნია, რომ ტოპოლოგიურ კუბიტებზე დაფუძნებული კვანტური კომპიუტერები წარმოადგენენ პერსპექტიულ გზას დაბალი ცდომილების მქონე კვანტური გამოთვლისკენ“, - ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე.