Microsoft Corporation აშშ-ში, ვისკონსინის შტატში მაღალტექნოლოგიური მონაცემთა ცენტრს გახსნის, რომლის ღირებულება 3,3 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ბაიდენი ვისკონსინს ეწვევა, რათა გამოაცხადოს Microsoft-ის გეგმები მონაცემთა ცენტრის აშენებაზე, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

ობიექტი განთავსდება იმ მიწაზე, სადაც ტაივანის ელექტრონიკის მწარმოებელი Foxconn 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხნის აშენებას გეგმავს.

სანამ Foxconn მკვეთრად შეამცირებდა თავის გეგმებს, მას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მსოფლიოს მერვე საოცრება" უწოდა.

თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Microsoft-ის პროექტი შექმნის 2,3 ათასი სამუშაო ადგილს მონაცემთა ცენტრის  მშენებლობაზე და კიდევ 2 ათასს მუდმივ სამუშაო ადგილს.

კორპორაცია მათ ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის, ათასობით ბიზნეს ლიდერს მოამზადებს.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა GPT-4-ზე დაფუძნებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი სპეციალურად ამერიკული სადაზვერვო სააგენტოებისთვის შეიმუშავა და ის ინტერნეტის გარეშე მუშაობს.