მარსის ახალი ფოტოებით, ულტრაიისფერ შუქზე, შესაძლებელია იმის ნახვა, თუ როგორ იცვლება სეზონები ამ პლანეტაზე.

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა MAVEN-მა მარსის ფოტოები გადაიღო მაშინ, როცა ის მზესთან ყველაზე ახლოს და ყველაზე შორს იყო.  ამ ორ უნიკალურ სურათში   მარსი ძალიან განსხვავებულად გამოიყურება.

კოსმოსური ხომალდი MAVEN დედამიწიდან 2013 წლის ნოემბერში გაფრინდა და მარსის ორბიტაზე 2014 წლის სექტემბერში შევიდა. მისი დახმარებით მეცნიერები წითელი პლანეტის ატმოსფეროს სწავლობენ. 

აპარატის ერთ-ერთი მოწყობილობა იღებს მარსის სურათებს ულტრაიისფერ შუქზე და ამით მეცნიერები  ატმოსფეროს მდგომარეობაზე და პლანეტის ზედაპირის თავისებურებებზე დამატებით მონაცემებს იღებენ.

მარსი მზის გარშემო ბრუნავს ელიფსურ ორბიტაზე და შესაბამისად, პლანეტა შეიძლება იყოს მზესთან ძალიან ახლოს ან ძალიან შორს. NASA-მ გამოაქვეყნა MAVEN-ის მიერ გადაღებული მარსის ორი ახალი ფოტო , როდესაც პლანეტა მზის გარშემო ორბიტის სხვადასხვა წერტილში იმყოფებოდა. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სეზონების ცვლილება მარსზე.