ელონ მასკის კომპანია Tesla electric-ი ადამიანი-რობოტის უახლესი პროტოტიპის შექმნის ბოლო ეტაპზეა. რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ილონ მასკის რობოტ ქალთან ცეკვის ფოტოები ვრცელდება. მედიაში წერენ, რომ ცნობილი მილიარდერის მომავალი ცოლი სწორედ ადამიანი-რობოტი იქნება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის მსგავსი ემოციები ექნება. მასკის მომავალ რობოტი ცოლს კატალინა ერქმევა.
მასკის თქმით, მომავალში რობოტები შეიძლება გამოიყენონ სახლში სადილის მოსამზადებლად, გაზონის საკრეჭად, მოხუცის მოსავლელად და მეგობრადაც კი.

კატალინა მზის ენერგიაზე, დატევის გარეშე იმუშავებს, აღჭურვილი იქნება სენსორული საშუალებებით, რაც თავს სევდიანად და ბედნიერად აგრძნობინებს. რობოტ-ქალს ექნება გაწონასწორებული და ინტერაქციული აზროვნება, შეძლებს ფიქრის და ნააზრევის გაზიარებას.