მარსმავალმა Perseverance-მა მარსზე თავისი მისიის განმავლობაში პირველი უჩვეულო ქანის ნიმუში აღმოაჩინა. ეს არის 2,9 სანტიმეტრის ქვა, რომელსაც „ვერცხლის მთა“ დაარქვეს. ის „ეზეროს" კრატერიდან იყო ამოღებული.
NASA-ში აღნიშნავენ, რომ მისი ტექსტურიდან გამომდინარე, მსგავსი ნიმუში აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა.
„ჩემი 26-ე ნიმუში, ცნობილი, როგორც „ვერცხლის მთა“. მას აქვს ტექსტურა, რომელიც ჩვენ ადრე არ გვინახავს“, - ვკითხულობთ Perseverance-ის ოფიციალურ გვერდზე X-ში.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს არის მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი ქანი. ასეთი ქვების შესწავლა დაეხმარება მეცნიერებს გაიგონ, თუ როგორი იყო მარსი შორეულ წარსულში. ასეთი მასალა ასევე მისცემს მეცნიერებს საშუალებას, მეტი რამ შეიტყონ დედამიწის ადრეული ისტორიის შესახებ.
NASA-ში განმარტავენ, რომ ეს არის Perseverance-ის მიერ ნაპოვნი პირველი ნიმუში, რომელიც ასეთი ძველია - დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის. ეს ის პერიოდია, როდესაც ასტეროიდებისა და კომეტების ხშირი შეჯახება მარსის ზედაპირის ფორმირებას ახდენდა.
Perseverance-ი მარსზე 2021 წლიდან მუშაობს და აგრძელებს ნიმუშების შეგროვებას. ბოლო მონაცემებით, ნიმუშების წითელი პლანეტიდან დედამიწაზე ჩამოტანა 2040 წლისთვის იგეგმება, თუმცა NASA ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს.
მარსმავალმა Perseverance-მა წითელ პლანეტაზე „უნიკალური განძი“ აღმოაჩინა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა "მინისტრის" თქმით, საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას შეუძლებელს ხდის
ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა
ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო - ირაკლი კობახიძე
2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა