კოსმოსურმა აპარატმა Blue Ghost-მა ერთ კადრში მთვარე და მზე დააფიქსირა.

კომპანია Firefly Aerospace-ის კოსმოსურმა აპარატმა, რომელმაც თავისი მისია იანვარში დაიწყო, უნიკალური კადრი დაიჭირა, რომელშიც მთვარე და მზე ერთადაა დაფიქსირებული.

ფოტოზე ჩანს მზე, მთვარე და კოსმოსური აპარატის ელემენტები. ასევე, ფოტოში მოჩანს ანტენები დედამიწასთან კავშირის დამყარებისთვის და LEXI-ის ინსტრუმენტები, რომლებსაც კოსმოსური ამინდის დადგენისთვის იყენებენ.

კოსმოსური აპარატის მთვარეზე დაშვება მიმდინარე წლის 2 მარტს არის დაგეგმილი.

წყარო: imedinews.ge