James Webb-ის ტელესკოპმა, მუშაობის წლისთავთან დაკავშირებით, დედამიწიდან 390 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარე ვარსკვლავების ფორმირების რეგიონის ახალი ფოტო გადაიღო, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სურათზე დეტალურად არის ასახული „რო ოფიუჩის“ ღრუბლების კომპლექსის ქაოსი, სადაც ახალგაზრდა, მზის მსგავსი ვარსკვლავების სხივები ვარსკვლავთაშორის გაზს ხვდებიან და ანათებს. კომპლექსში 50 ვარსკვლავია, რომელთა მასაც ჩვენი მზის მასის მსგავსია. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში მათ ირგვლივ შესაძლოა მზის სისტემის მსგავსი პლანეტარული სისტემები წარმოიშვას. ფოტოს ყველაზე ბნელი ნაწილი კი ის ადგილია, სადაც ვარსკვლავები ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაში არიან.