27 დეკემბერს ისრაელში განთავსებულმა ამერიკულმა სარაკეტო თავდაცვის სისტემამ THAAD პირველად ჩამოაგდო იემენიდან ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტები.
ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა THAAD (Terminal High Altitude Area Defense System) ისრაელში მიმდინარე წლის ოქტომბერში განათავსეს.
Reuters-ის ინფორმაციით, 27 დეკემბერს სისტემა სატესტო რეჟიმში გამოიყენეს, რათა ენახათ, შეძლებდა თუ არა სისტემა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას წარმატებით.
სოციალურ მედიაში THAAD სისტემის მიერ იემენელი ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება.
წყარო: ტაბულა