iPhone 15 ყველაზე ძვირი თურქეთში ღირს $2301, შემდეგ მოდის რუსეთი $1744 და ბრაზილია $1736. ყველაზე იაფად კი მისი შეძენა შესაძლებელია აშშ-ში $1120, იაპონიასა $1155 და კანადაში $1190.
ამავდროულად, 512 გბ მეხსიერების მქონე მოდელისთვის თურქს რვა საშუალო თვიური ხელფასის გადახდა მოუწევს, ხოლო რუსს - სამი. ზოგიერთ ქვეყანაში კი ერთი ხელფასიც საკმარისია რამდენიმე ტელეფონის შესაძენად, მაგალითად გერმანიაში (2 სმარტფონი), კანადაში (3 სმარტფონი) და აშშ-ში (4 სმარტფონი).