როგორც წესი პროფესიის არჩევაზე ფიქრი მოზარდობიდან იწყება. 11-15 წლის თინეიჯერები, ნელ-ნელა აცნობიერებენ მათ ძლიერ მხარეებს და ინტერესების მიხედვით აგრძელებენ სწავლას სკოლაში, თუ მის გარეთ.

ყველაზე მეტად სწორედ ამ ასაკში ინტერესდებიან მუსიკით, ხელოვნებით ან მისთვის სასურველი სფეროთი.

რა გინდა რომ გამოხვიდე, როდესაც გაიზრდები? - დღეს ეს კითხვა განსაკუთრებით საინტერესოა 2010 წლიდან დაბადებულებისთვის, ანუ თაობა „ალფასთვის“.

სწორედ ეს არის თაობა, რომელიც სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების, გლობალური კრიზისებისა და სამუშაოს ცვალებადი წარმოდგენების ფონზე გაიზარდა.

კვლევითმა ორგანიზაცია GWI-მ „ალფა“ თაობას მათი საოცნებო პროფესიების შესახებ ჰკითხა. მსოფლიოს 18 ქვეყანაში მცხოვრებმა, 12-დან 15 წლამდე ასაკის 11,452-მა მოზარდმა გამოავლინა პროფესიები.

ბიჭების დაახლოებით 30%-ს სურს გახდეს მეცნიერი, ინჟინერი ან ინოვატორი. ხუთიდან ერთი გოგონა ცდილობს გახდეს მხატვარი.

პოპულარული არჩევანია ვიდეო თამაშები და ტექნოლოგიები. ეს ხაზს უსვამს ციფრული გართობის გავლენას თაობა „ალფაზე“.

ბიჭებისთვის პროფესიონალური სპორტი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად რჩება. გოგონებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია ჯანდაცვის სფერო - თითქმის ყოველ მეხუთეს სურს გახდეს ექიმი ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტი.

აღსანიშნავია, რომ „ალფა“ თაობის ყველა მისწრაფება STEM-თან არ არის დაკავშირებული. შემოქმედებითი პროფესიები - მუსიკოსები, მოცეკვავეები, მსახიობები და მხატვრები - გოგონების სიაში პირველ ადგილზეა (21%).

წარმოგიდგენთ „ალფა“ თაობის საოცნებო პროფესიებს სქესის მიხედვით. რეიტინგში ნაჩვენებია იმ ბიჭებისა და გოგონების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც თითოეული პროფესია ოცნების სამსახურად დაასახელეს:

  • მეცნიერი/ინჟინერი/გამომგონებელი: გოგო - 17%; ბიჭი - 30%;
  • ვიდეო თამაშების დიზაინერი/ტექნოლოგიური შემქმნელი: გოგო - 10%; ბიჭი - 25%;
  • პროფესიონალი სპორტსმენი: გოგო - 6%; ბიჭი - 18%;
  • ექიმი/ჯანდაცვის სპეციალისტი: გოგო - 19%; ბიჭი - 14%;
  • პილოტი/მკვლევარი/ასტრონავტი: გოგო - 7%; ბიჭი - 14%;
  • პოლიციელი/მეხანძრე/ჯარისკაცი: გოგო - 6%; ბიჭი - 14%;
  • კონტენტის შემქმნელი/გავლენიანი პირი: გოგო - 11%; ბიჭი - 12%;
  • მხატვარი (მაგ. მუსიკოსი, მოცეკვავე, მსახიობი, მხატვარი): გოგო - 21%; ბიჭი - 11%;
  • იურისტი: გოგო - 11%; ბიჭი - 8%;
  • მასწავლებელი: გოგო - 16%; ბიჭი - 7%;
  • ჟურნალისტი/მწერალი: გოგო - 9%; ბიჭი - 5%;
  • სილამაზის სპეციალისტი: გოგო - 9%; ბიჭი - 3%;
  • ვეტერინარი: გოგო - 7%; ბიჭი - 3%;
  • მზარეული: გოგო - 4%; ბიჭი - 3%.

გამოკითხული ახალგაზრდების დაახლოებით 11–12% დაინტერესებულია კონტენტ კრეატორობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური მედია და მასთან დაკავშირებული პროფესია, თუ აქტივობები მომავლის ერთ-ერთ მთავარ პროფესიად იქცევა.

წყარო: visualcapitalist.com   bpn.ge