სმარტფონებზე გლობალური მოთხოვნის ზოგადი ვარდნის მიუხედავად iPhone-ის გაყიდვები 2023 წლის პირველ სამ თვეში 1.5%-ით გაიზარდა და 51.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი The Times-ი ავრცელებს.


Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის თქმით, გაყიდვების ზრდა „რთულ მაკროეკონომიკურ გარემოში“ მოხდა.


Apple-ის ფინანსური დირექტორის ლუკა მაესტრის განცხადებით კი, Apple-ის iPhone-ის მიწოდება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების შემდეგ აღდგა.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, iPhone-ების გაყიდვების ზრდა კარგი ამბავი იყო ინვესტორებისთვის, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ ჩინეთში, ნოემბერში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო, სმარტფონების ამწყობი Foxconn-ის უმსხვილესი ქარხნის დახურვის გამო.