Apple iPhone 15-ს სექტემბერში წარადგენს. ეს იქნება პირველი iPhone type C დამტენის პორტით. CNET წერს, რომ მოწყობილობის Lightning-დან C-ზე გადასვლამ შესაძლოა გაზარდოს მისი დატენვის სიჩქარე. 

IPhone 15-ის ახალი მოდელები 35 ვატი სიჩქარით დაიმუხტება, ამჟამინდელი iPhone 14 Pro კი 27 ვტ სიჩქარით შემოიფარგლება. 

Apple-ის ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ მსგავსი პროგნოზები გასულ წელს გააკეთა. ის პროგნოზირებდა, რომ Apple Lightning-დან USB-C-ზე 2023 წელს გადავიდოდა.

Apple-მა, ელექტრონულ ნარჩენებთან საბრძოლველად, iPhone-ების დენის გადამყვანებით შეფუთვა 2020 წელს შეწყვიტა. ამის შემდეგ დამტენის ყიდვა ცალკე ხდება.  

ამის გამო, კომპანიამ შესაძლოა რეკომენდაცია გაუწიოს შარშან გამოშვებული 35W დამტენს, ორმაგი USB-C დამტენს და 30W USB-C დამტენს, რომლებიც განკუთვნილია MacBook Air-ისთვის.

დატენვის სიჩქარის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ iPhone 15 იქნება პირველი მოდელი, რომელიც სრულად გადავა USB-C დატენვაზე.

iPhone 15 Pro და Pro Max-ის ფასი მკვეთრად გაიზრდება.  სავარაუდოდ, მას ექნება უფრო თხელი ტიტანის ჩარჩო, ამჟამინდელი უჟანგავი ფოლადის ნაცვლად.

ჯერჯერობით, iPhone 15-ის წარდგენის ზუსტი თარიღი უცნობია.