ელექტრო მანქანების გიგანტური მწარმოებელი Tesla სრულად თვითმართვად ავტომობილებს მიმდინარე წელს გამოუშვებს, - განცხადება ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა შანხაიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას გააკეთა.

საუბრისას, მასკმა ამავე საკითხთან დაკავშირებით, გასული წლის ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზებიც გაიხსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ამჯერად მიზნის შესრულებასთან იმდენად ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან.