მობილურების მწარმოებელმა კომპანია Honor-მა სმარტფონების ასორტიმენტი გააფართოვა და ახალი Honor X50 გამოუშვა. სიახლე ხელმისაწვდომ ფასს და თანამედროვე ფუნქციებს აერთიანებს.
ახალი მოდელის ფასი 200 დოლარზე ნაკლებია. მისი ბატარეის მოცულობა 5 800 mAh-ს შეადგენს.
მწარმოებლის თქმით, მოხრილი კიდეებით ეკრანს დაცემის არ ეშინია, თავად მოწყობილობა კი 10 პოზიციაში დაცემის მიმართ არის მდგრადი. უფრო მეტიც, ის პოზიციონირებულია, როგორც მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელიც სერტიფიცირებულია SGS-ის მიერ.
მწარმოებლის განცხადებით, სმარტფონს ჩართული ვიდეოს რეჟიმში 20 საათის განმავლობაში შეუძლია იმუშაოს, თამაშის დროს კი 9 საათი ძლებს. ან 9 საათამდე თამაშზე. Honor X50-ს Android 13-ის ვერსია აქვს.