კომპანია Meta-ს მიერ ახალი აპლიკაციის Threads-ის ჩაშვების შემდეგ, Twitter-ი Meta-ს სასამართლოში ჩივილით ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Twitter-ის ადვოკატმა Meta-ს დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა და თაღლითობაში დაადანაშაულა, კერძოდ კი, კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში Twitter-ის ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აყვანის გზით.

„Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, მიზანმიმართულ და უკანონო მითვისებაში“ - ნათქვამია Meta-სთვის გაგზავნილ წერილში.

ცნობისათვის, ახალი აპლიკაცია Threads-ი კომპანია Meta-მ გუშინ ჩაუშვა, კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით პირველ 7 საათში სოციალურ ქსელში 10 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა. აპლიკაცია ჯერ-ჯერობით ევროპის 100-მდე ქვეყანაში გაშვებული არ არის.