WhatsApp-მა ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც შერჩეულ emoji-ზე დაყრდნობით მასთან დაკავშირებულ სტიკერებს აჩვენებს. ეს ფუნქცია უკვე დიდი ხანია  აქვს Telegram-ს.

ინოვაცია WhatsApp-ის უახლეს ბეტა ვერსიაში დასანერგად WABetaInfo-ს რესურსმა შეიინა. ახლა, როდესაც დიალოგურ ფანჯარაში emoji-ს აკრეფთ, ზემოთ გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც ამ სიმბოლოსთან დაკავშირებულ სტიკერებს გაჩვენებთ.

ფუნქცია იმუშავებს ისევე, როგორც Telegram-სა და სხვა მესინჯერებში: მომხმარებლებს მინიშნებების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ მათ კოლექციას საჭირო სტიკერები უკვე დამატებული აქვს.

ამრიგად, ინოვაცია WhatsApp-ის იმ მომხმარებლებს, რომლებიც ხშირად იყენებენ სტიკერებს მიმოწერაში, საშუალებას მისცემს დაზოგონ მეტი დრო, ვინაიდან სასურველი სტიკერის მოსაძებნად საკმარისი იქნება მასთან დაკავშირებული emoji-ის შეყვანა.