Tesla-ს, SpaceX-ისა და Neuralink-ის პროექტებით ცნობილი მილიარდერ მეწარმე ილონ მასკს კიბერნეტიკული სხეულის შექმნა სურს, რაც კომფორტულად ცხოვრებაში დაეხმარება ყველას, ვინც განიცადა ამპუტაცია, - წერს Inquirer-ი.

მასკი Tesla-სა და Neuralink-ის ტექნოლოგიების შერწყმას გეგმავს რობოტული კიდურების შესაქმნელად, რომლებიც სპეციალიზებული ჩიპით გაკონტროლდება და რომელიც უშუალოდ მიმღების ტვინში იქნება ჩადგმული.

მოწინავე ტექნოლოგიების ეს კომბინაცია, მასკის აზრით, საშუალებას მისცემს ამპუტირებული კიდურების მქონეებს აღადგინონ მობილურობა და იცხოვრონ შეზღუდვების გარეშე, შეძლონ სიარული, სირბილი, ხტომა, ცურვა და ყველა ყოველდღიური დავალების შესრულება.

ილონ მასკის თქმით, ნამდვილი სასწაული იქნება, თუ ადამიანებს, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, ისეთ პროთეზებს ვაჩუქებთ, რომლებიც ბუნებრივს არ ჩამოუვარდება.

თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ახლა ეს მხოლოდ გეგმებია. ამ კიბერნეტიკული სხეულის რეალიზაცია დამოკიდებულია Neuralink-ის ტვინის ჩიპის წარმატებულ ტესტირებაზე, რომელიც მომავალი პროექტის მთავარი კომპონენტი გახდება.

Tesla და Neuralink ამჟამად ვერ ახერხებენ ასეთი მოწინავე პროთეზების შექმნას. Tesla-მ მხოლოდ 2021 წელს დაიწყო ჰუმანოიდური რობოტის შექმნა. გარდა ამისა, კომპანია ჯერ კიდევ დგამს პირველ ნაბიჯებს მანქანური კიდურების შემუშავებაში.

მაისში, Neuralink-მა მიიღო აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან ნებართვა მიიღო, რათა დაეწყო ადამიანებში კლინიკური კვლევები ტვინის ინტერფეისის (BMI) ჩიპზე. თუმცა, ტექნოლოგიური კომპანიის გაჯეტის პრაქტიკულობა ჯერ არ დაუმტკიცებიათ.