მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $18.4 მილიარდით შემცირდა. ინფორმაციას Forbes.com ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მასკის სიმდიდრის მკვეთრი კლება ბოლო სამ თვეში ელექტრომობილების გიგანტ Tesla-ს აქციების ფასის ყველაზე ვარდნას უკავშირდება.

მილიარდერის ქონება ამჟამად, $256.8 მილიარდიდან $238.4 მილიარდამდე შემცირდა. 

ინვესტორების მწვავე რეაქცია Tesla-ს მიერ მეორე კვარტალის მოგების ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა, რომლის შედეგად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი 10%-ით დაეცა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, პირველ სავაჭრო სესიებზე Tesla-ს აქციების ფასის ორი უდიდესი დღიური ვარდნა სწორედ 2023 წლის შემოსავლების ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა (20 ივლისს და 20 აპრილს).

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის ქონების დაახლოებით 60% სწორედ ელექტრომობილების გიგანტ, Tesla-ში მის 13%-იან წილს უკავშირდება. მილიარდერის ქონების მესამედი SpaceX-ზე მოდის, 10%-ზე ნაკლები კი Twitter-ზე.