Twitter-ის მფლობელის განცხადებით, ის სოციალური ქსელის ლოგოს შეცვლის.

„მალე დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათან ყველა ჩიტს“, - განაცხადა მასკმა. ბიზნესმენმა ახალი ლოგოს სავარაუდო დიზაინიც გამოაქვეყნა, რომელიც შავ ფონზე ასო Х-ს წარმოადგენს.

„თუ დღეს საღამოს Х-ის საკმარისად კარგი ლოგოტიპი გამოქვეყნდება, ხვალ მას მთელს მსოფლიოში გავუშვებთ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ამასთან, მან პლატფორმის ინტერფეისის ფერის ცვლილების შესახებ გამოკითხვაც გამოაქვეყნა და მომხმარებლებს ლურჯი ფერის შავით ჩანაცვლება შესთავაზა.